სპორტი

დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ სამგზის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და კუნლუნის ქამრის მფლობელი გახდა.

ჩემპიონატი, რომელიც ჩინეთში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. ქირია რინგიდან რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა და მიმართვა ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. ზუგდიდელი სპორტსმენი მადლობას უხდის გულშემატკივრებს და თავის გუნდს.

ჩემპიონატი ჩინეთში კიკბოქსინგის ორგანიზაცია Kunlun Fight ეგიდით ჩატარდა.

Facebook Comments