ხელოვნება და კულტურა

რეჟისორი გიორგი დანელია კომაშია

რეჟისორი გიორგი დანელია მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ რუსული მედია რეჟისორის მეუღლეზე დაყრდნობით იუწყება.

ცნობილი რეჟისორი დღეს საავადმყოფოში გართულებული სუნთქვით და ფილტვების ანთებით გადაიყვანეს. ამჟამად ის ხელოვნურ კომაშია.

რეჟისორის მეუღლე, გალინა დანელია აცხადებს, რომ ექიმები გიორგი დანელიას მდგომარეობას აფასებენ, როგორც სტაბილურად მძიმეს.

გიორგი დანელია ქართველი რეჟისორია, მან გადაიღო ფილმები :  „არ დაიდარდო“, „აფონია“, „მიმინო“, „შემოდგომის მარათონი“, „ქინ-ძა-ძა“ და სხვ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni