ხელოვნება და კულტურა

სარა ჯესიკა პარკერი პროფესიას იცვლის

სარა ჯესიკა პარკერი პროფესიას იცვლის. ცნობილი მსახიობი მეღვინე ხდება და ღვინის საკუთარი ხაზის გამოშვებას აპირებს. ჯერჯერობით მას საწარმო არ შეუძენია, თუმცა უკვე გააფორმა კონტრაქტი ერთ-ერთ ახალ ზელანდიურ უმსხვილეს ღვინის მწარმოებელ კომპანიასთან და კურირებას გაუწევს მათი როზეს წარმოებას ეტიკეტიდან დაწყებული, რეალიზაციამდე. 

„ვგიჟდები ღვინოზე. სახლში სადილად და ვახშმად ვცდილობ, ისეთი საჭმელები მქონდეს, რომლებიც ღვინოს უხდება. იმედი მაქვს, ჩემი თაყვანისმცემლები გაიზიარებენ ღვინისადმი ჩემს სიყვარულს და დააფასებენ ჩემი შრომის ნაყოფს“,-აცხადებს სარა ჯესიკა პარკერი.

Facebook Comments