ხელოვნება და კულტურა

ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა  კავკასიაში თავის მოკვეთის ტრადიცია გაიხსენა

ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა ხოჟ-ბაუდი დააევმა სოციალურ ქსელში , უწყების ოფიციალურ გვერდზე გააკრიტიკა ამერიკელი მსახიობი ბილი პორტერი, რომელიც „ოსკარის“ ცერემონიაზე დიდი შავი კაბით მივიდა. დააევის თქმით, ბოლო დროს ტელევიზორის ეკრანებიდან სულ უფრო ხშირია მცდელობები, წაშალონ ყოველგვარი ზღვარი ქალსა და მამაკაცს შორის.

„ჩვენ, რა თქმაა უნდა, ამისთვის ვაკრიტიკებთ, დავცინით, ვთვლით ამაზრზენად და ამორალურად, მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებსაც სირცხვილის, მორალისა და ღირსების ნატამალი არ გააჩნიათ, ეს უცხო არ არის“,-წერს მინისტრი.

უწყების მეთაურის თქმით, კავკასიის კულტურაში საუკუნეების წინ დამკვიდრდა მკვეთრი განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორი, რომლის დარღვევის შემთხვევაში, თავებს ჭრიდნენ.

მინისტრმა ჩეჩენ ახალგაზრდებს მოუწოდა, არ დაუშვან ჩეჩნურ კულტურაში დამამცირებელი სიახლეები და ყველანაირი მეთოდებით აღკვეთონ მსგავსი რამ. 

Facebook Comments