ეს საინტერესოა

ლელა მეშველიანი-,,როცა უფალი შემოდის შენში სამყაროს მისივე თვალებით ხედავ”

Nusagi

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი განსაკუთრებული ნიჭით და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. იქმნება შთამბეჭდავი ერთმანეთისაგან განსხვავებული ხელწერა, რომელიც გემოვნებისა და ფერთა საოცარ გამაშია შეზავებული.

ქალბატონ ლელას ასევე ამშვენებს ღირსეული ოჯახი, მეუღლე სერგო ხაბულიანი, სამი ვაჟი და ორი შვილიშვილი.

,,ფოსტალიონი” სწორედ ასეთ ნიჭიერ ადამიანს დაუკავშივრდა და გთავაზობთ ექსკლუზივს რომელიც უდაოდ საინტერსო იყო ჩვენთვის

ლელა თქვენ არაჩვეულებრივად ქარგავთ. ქმნით ცნობილი მხატვრების ნაქარგებს,როდის დაიწყო ეს ყველაფერი?

ბავშვობიდან მქონდა ქარგვის სიყვარული, ჩემთვის გასართობად ყოველთვის ვქარგავდი. ქარგვა ბებიამ შემასწავლა და შემდეგ ჩემი შინაგანი სამყაროს ნაწილი გახდა. როცა გავიზარდე მქონდა პაუზა რადგან ის წლები სწავლას დავუთმე. შემდეგ გავთხოვდი და გავაჩინე სამი ბიჭი, ოჯახს ჩემთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით, ჩემი საქმიანობა ხელს მიწყობდა ჩემი შვილების სულიერი გარემოს შექმნაში.

რა პროფესიის ხართ და არის თუ არა თქვენი პროფესიის დამსახურება თქვენივე შემოქმედება ?

ვერ ვიტყოდი რომ ჩემი პროფესია ხელს მიწყობს ჩემ შემოქმედაბაში რადგან, პროფესიით ვარ ეკონომისტი, უბრალოდ ვარ ბუნებით ძალიან მშვიდი და აღმოვაჩინე რომ ჩემთვის ქარგვა არის ჩემი სულიერი საზრდო და სულიერი წონასწორობა საკუთარ ,,მესთან”. თითქოს სხვა სამყაროში ხარ და ეს სამყარო გავსებს ენერგიით. განსაკუთრებით ფაქიზია ჩემთვის სასულიერო თემები.

როგორ ქმნით ნამუშევრებს და რა ქვია ქარგვის ამ სტილს? როგორც ვიცი ეს ძალიან შრომატევადია და უდიდეს ნებისყოფას მოითხოვს

თითოეული დეტალი. ნამუშებრების შექმნის დროს ჯერ უნდა მომეწონოს ორიგინალში აუცილებლად და რაც მთავარია ჩემ ხასიათში უნდა იჯდეს, შემდეგ გადამაქვს ჩემ შემოქმედებაში. ეს არის ოქრომკედი, აბრეშუმის ან ბამბის ძაფთან შეგრეხილი ოქროს ან ვერცხლის ძაფი, ოქრომკედი ქარგვის ძველი ქართული ტრადიციაა. იქარგება უმთავრესად ხავერდზე, ატლასზე და სხვა ძვირფას ქსოვილებზე. ქრისტეს გარდამოხსნის მოქარგვას ერთი წელი მოვანდომე. რასაკვირველია შრომატევადია და მოითხოვს დიდ დროს და ნებისყოფას.

თქვენ ძირითადად ქმნით ნამუშევრებს სასულიერო თემებზე, მოგეხსენებათ დღეს როგორ არის შეძრწუნებული საქართველოში სრულიად მართლმადიდებლები, შექმნილი ვითარების გამო. მოხდა თუ არა თქვენში გარდაქმნა და იმოქმედა თუარა ამ მოვლენებმა თქვენ საქმიანობაზე?

რათქმაუნდა არა…პირიქით!!! შინაგანმა რწმენამ და უფლის სიყვარულმა კიდევ უფრო გამაძლიერა და ახლახანს დავიწყე მეხუთე გარდამოხსნის მოქარგვა. უფრო მეტიც ამ ნაქარგში ჩემი მეგობრებიც ჩაერთვენ, რათა ერთობლივად შევქმნათ ეს ნამუშევარი და დავამარცხოთ ეშმაკი რომელიც ასე გვებრძვის დღეს. ამ ნაქარგში თითოეულ დეტალს, განსაკუთრებით ვაკვირდები, რადგან ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორიც არის ორიგინალში.

როგორც ვიცი გქონდათ გამოფენები…..ნათქვამია ყველა ხელოვანს თავის ნაწარმოები ან ნამუშევარი შვილივით უყვარსო….

დიახ, ძალიან მიყვარს ჩემი ნამუშევრები რომლებიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. წლების წინ კვიპროსში ჩატარდა საქართველოს კულტურის დღეები სადაც წარმოდგენილი იყო ჩემი ნამუშევარი ,,საიდუმლო სერობა:” ხოლო თბილისში რამდენიმე სალონში მოეწყო ჩემი ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს დიდება, სულთმოფენობა, გარდამოხსნა, საიდუმლო სერობა და სხვა. ასევე იყო პეიზაჯები, ნატურმორტი და ა,შ.

გამოფენების დროს მქონდა შემოთავაზება გამეყიდა ჩემი ნაქარგები, მაგრამ ამაზე არასოდეს მიფიქრია…თუმცა გაყიდვას გაჩუქება მირჩევნია და ბევრი ნამუშევარი სხვადასხვა ტაძრებს საჩუქრად გადავეცი, ბევრიც მეგობრებისთვის მოვქარგე.

. ქალბატონო ლელა თქვენ თბილისელი ბრძანდებით მაგრამ ფესვები ლეჩხუმიდან მოდის. რა არის თქვენთვის ლეჩხუმი?

ლეჩხუმი ჩემთვის დიდი ნოსტალგია და მონატრებაა, სადაც ბავშვობის ბევრი წლები გავატარე ზაფხულობით როცა მამიდას ვსტუმრობდი. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და ოჯახიც შევქმენით. გვაქვს სახლი ლეჩხუმში, სოფელ ბარდნალაში. ჩვენ და ლადო ასათიანს პატარა ღობე გვყოფს და ბედნიერი ვარ. როცა სოფელს ვსტუმრობთ ხშირად მიწევს იმ ბუმბერაზი ადამიანის ეზოში გავლა ვის ლექსებზეც გავიზადე. მე მიყვარს ჩემი სოფელი, ჩემი ბარდნალა.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა თქვენი ბაღის ფოტოები რომელმაც მომხმარებლის არა მარტო მოწონება არამედ გაოცება გამოიწვია, ბაღი რომელსაც თქვენ, თქვენი გემოვნებით და ხელით ქმნით, ესეც თქვენი შემოქმედების კიდევ ერთი საოცრებაა.

კი ეს სრული სიმართლეა. ყოველთვის ვოცნებობდი მქონოდა ეზო. მიუხედავად იმისა რომ ვცხოვრობ თბილისში, მაქვს ბედნიერება შემეძინა თბილისთან ახლოს საკუთარი სახლი და ეზო სადაც შევქნმიდი ბევრ სილამაზეს. ეს ოცნებაც ავიხდინე.

ჩემთვის ეს საქმეც უდიდესი სიამოვნებაა და ბედნიერი ვარ რომ ჩემი ეზო ასევე დიდ სიამოვნებას ანიჭებს ყველა მნახველს (იცინის)

ქალბატონო ლელა, ასეთი ნიჭიერი ადამიანი, შემოქმედი, ძალიან იშვიათად ჩანხართ. არ გიფიქრიათ იმაზე რომ საზოგადოებას უფრო მეტად გააცნოთ თავი?

ხელოვანი, თავის ნაწარმოებში და შემოქმედებაში უნდა სუფევდეს, ვითარცა ღმერთი სამყაროში, ყველგან მყოფი და უჩინარი”

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,529,243 ნახვა
%d bloggers like this: