ისტორია

ბაწკო მახნოს ნეშტს უკრაინაში გადაასვენებენ

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ გულიაი პოლეში ხელისუფლება აპირებს, 1910-1920 წლების სამოქალაქო ომის დროს მოქმედი ანარქისტული მოძრაობის ლიდერის, ნესტორ მახნოს ნეშტი ისტორიულ სამშობლოში დააბრუნოს. ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივ ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ალექსანდრ იშჩენკოზე დაყრდნობით იუწყება. 

მისი თქმით, საკითხი ქალაქის საბჭოში განიხილეს. იშჩენკო აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ყველა წინასწარი დოკუმენტაცია უკვე მზად არის. ხელისუფლებამ ასევე, თანხმობა მიიღო მახნოს შთამომავლისგან, მისი ძმის შვილიშვილისგან. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მახნოს ფერფლი მუზეუმში განთავსდება.

2008 წელს, ნესტორ მახნოს 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გულიაი პოლეში მისი მემორიალი დაიდგა. სკულპტურა მდებარეობს იმ სახლთან ახლოს, სადაც მახნოს უფროსი ძმა ცხოვრობდა. 

ნესტორ მახნო, იგივე батько Махно (ამ ხელმოწერით გასცემდა სამხედრო ბრძანებებს) უკრაინაში ბოლშევიკების აქტიური მხარდამჭერი იყო, ადრეულ წლებში მონაწილეობას იღებდა ძარცვასა და ყაჩაღობებში. პოლიციელის მოკვლის გამო სახრჩობელა ელოდა, თუმცა ასაკმა გადაარჩინა. კატორღაში ის ანარქისტებს დაუახლოვდა.  ცარიზმის დამხობის შემდეგ გუალიაი პოლეში დაბრუნდა და ანარქისტების რაზმს ჩაუდგა სათავეში. მახნო უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო, თვლიდა, რომ სახელმწიფო ბოროტებაა. სამოქალაქო ომის შემდეგ, 1918 წელს საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა, არმია გაეყვანა უკრაინის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. მახნო და მისი თანამოაზრეები წითელ არმიას რუსეთში გაყვნენ, სადაც ის ლენინს შეხვდა. 

ლენინმა გასცა განკარგულება ყოველმხრივ დახმარებოდნენ მახნოს. მალე პატარა, მაგრამ კარგად შეიარაღებულ რაზმთან ერთად მახნო უკრაინაში გადავიდა და პარტიზანული რაზმი დააარსა.  ასე აზვირთდა მოძრაობა, რომელიც ისტორიაში მახნოვშჩინის სახელით შევიდა. მისი ცენტრი გახდა მახნოს მშობლიური გულიაი–პოლე. მან მალე კონტროლი დაამყარა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე და ხელისუფლება „თავისუფალ საბჭოებს“ ჩააბარა, რომელსაც ხალხი ირჩევდა. ციხე, როგორც ასეთი, მოისპო. კანონის დამრღვევთ ან საჯაროდ ამათრახებდნენ, ან ხვრეტდნენ. 

მახნომ მდიდრებისა და ეკლესიების ქონების ექსპროპრიაცია და და სახალხო კომუნების შექმნა დაიწყო.

მალე მახნომ ბოლშევიკებთან ერთად ქალაქი კატერინოსლავი აიღო. ბოლშევიკებმა ამაგი არ დაუფასეს და ტროცკიმ მახნოს დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამის შემდეგ მახნო უპირისპირდება როგორც წითელ არმიას, ისე უკრაინაში შეჭრილ დენიკინს. მახნო მესამე ძალის შექმნას ცდილობს, უკრაინის დამოუკიდებლობა კი, მისთვის კვლავ მიუღებელია.

1920 წელს მახნო ისევ წითელ არმიას შეეკრა და მასთან ერთად ყირიმისკენ დაიძრა. მახნოს არმიის დიდი ძალსხმევით, წითელმა არმიამ განდევნა თეთრი გენერალი ვრანგელი. ამის შემდეგ, ბოლშევიკებმა ყირიმის ხაფანგში შეტყუებული მახნოს თავიდან მოშორებაც მოინდომეს და მის არმიას ზურგიდან დაარტყეს. გადარჩენილი მახნო მცირერიცხოვან რაზმთან ერთად რუმინეთში გადავიდა, შემდეგ კი საფრანგეთში დასახლდა. 

საფრანგეთში ოდესღაც მრისხანე ბატკო მუშაობდა მეწაღედ, შემდეგ სტამბის მუშად. აქვე დაწერა მან თავისი მემუარებიც. გარდაიცვალა პარიზში, 1934 წელს, აბსოლუტურ სიღატაკეში.

Facebook Comments