საქართველოს ნაკრებმა ბელგია დიდი ანგარიშით, 6:44 დაამარცხა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, ბელგიას ბრიუსელში შეხვდა და დიდი ანგარიშით 6:44 დაამარცხა.
ბორჯღალოსნებმა პირველი ლელო მეათე წუთზე დადეს, გურამ გოგიჩაიშვილმა ნაკრებში თავისი სადებიუტო ლელო დააფიქსირა, მის გარდა ლელოები მიითვალეს გიორგი ნემსაძემ, გიორგი ცუცქირიძემ, მირიან მოდებაძემ, ზურაბ ძნელაძემ, გელა აფრასიძემ, გიორგი თხილაიშვილმა.

ბორჯღალოსნები“ „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მორიგ შეხვედრას 10 მარტს 16:00-ზე ქუთაისში გერმანიის ნაკრებთან გამართავს.
ბორჯღალოსნებმა აქამდე რუმინეთისა და ესპანეთის დამარცხებაც შეძლეს.
0
Facebook Comments

ახალი დადებული