მისტიკა და ჩვეულებები საზოგადოება

დედის დღე- როგორი თაიგული უნდა შეარჩიოთ დედისთვის

დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.  მიუხედავად იმისა, რომ 3 მარტი საქართველოში 8 მარტის ალტერნატივად შეიქმნა, ამ დღემ ჯერ ვერ მოახერხა საუკუნის წინ დამკვიდრებული ქალთა საერთაშორისო დღის სრულფასოვანი ჩანაცვლება. 

თუმცა, ეს დღე კიდევ ერთი მიზეზია, რომ დედას უთხრათ და აგრძნობინოთ, როგორ გიყვართ.

დედისთვის თაიგულის ყიდვის დროს, რა თქმა უნდა, სჯობს მის საყვარელ ყვავილებზე შეაჩეროთ არჩევანი, მაგრამ თუ გინდათ, დედა გააკვირვოთ, შეგიძლიათ მმოდურ ტენდენციის შესაბამისად, ყურადღება გაამახვილოთ სტილზე „ბოხო“, რომელიც ფლორისტებში დღეს ძალიან პოპულარულია.

ეს არის შერწყმა პასტელისა და მუქი ფერების, ეთნიკური მოტივების, გოთიკისა და გრანჟის სტილი, სხვადასხვა ფაქტურისა და ფერის ყვავილები ერთ თაიგულში. ასეთი თაიგული გამოირჩევა მკვეთრი ფერებითა და ასიმეტრიული სილუეტით, ის ცოტა უწესრიგოდ გამოიყურება და თითქოსდა, შემთხვევით აერთიანებს სრულიად სხვადასხვა ფერებსა და მცენარეებს. 

რა თქმა უნდა, ასეთი თაიგულის ყიდვას ყველგან ვერ შეძლებთ, თუმცა არის გამოსავალი- ეს არის იები ან ტიტები, რომელიც დედას გაზაფხულის მოსვლას შეახსენებს. 

გახსოვდეთ, მონოთაიგული, რომელიც მხოლოდ ვარდებისგან არის შექმნილი ამ დღისთვის არ გამოდგება. ეს ყვავილები რომანტიკული ბუნების მატარებელია.

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი არჩეული თაიგული, დედას თქვენი ყურადღება მაინც გაახარებს და ღიმილს მოგვრის, უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ყვავილები არ იყოს ძველი. ამისთვის, დააკვირდით ფოთლებსა და ძირებს. გადაჭრილი ძირები უნდა იყოს მწვანე ფერის, ფოთლები კი, ჯანსაღი და შავი ლაქების გარეშე.

Facebook Comments