ხელოვნება და კულტურა

ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს ნანა ჯანელიძე გადაიღებს (ვიდეო)

ინტერნეტ სივრცეში ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიული ფილმის თიზერი გავრცელდა. თიზერის სცენარი და კონცეფცია ფილმის რეჟისორმა, ნანა ჯანელიძემ შეიმუშავა, იდეა კი, პროდაქშენ კომპანიებმა JS Films და FX FILM Georgia განახორციელეს.

თიზერის სიუჟეტში ასახულია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი პოეტის ცხოვრებაში – დრო, რომელიც მან სერგეი მერჟინსკისთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლოს გაატარა. სწორედ მაშინ, ერთ ღამეს, ლესია უკრაინკამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა – „შეპყრობილი“ დაწერა.

როგორც რეჟისორი ნანა ჯანელიძე აცხადებს, მთელი გადამღები გუნდისათვის თიზერის გადაღება ერთგვარ გამოცდად იქცა.

„ჩვენ უნდა გაგვეგო, თუ რამდენად შეგვიძლია აღვადგინოთ იმ ლესიას სახე, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ფილმის სცენარსა და იდეას, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობისას. ვფიქრობ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა.“

ფილმის პროდიუსერები იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო ამბობენ, რომ ყველა შეჩვეულია სკოლის კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტსა და ლიტერატურის მასწავლებლის მიერ მოყოლილ მშრალ ფაქტებს. „მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ სრულიად განსხვავებული ლესია: ცოცხალი, თანამედროვე, ღრმად მგრძნობიარე ბუნებით”,-განაცხადეს მათ.

ლესია უკრაინკას როლი თიზერში ახალგაზრდა მსახიობმა დარია პოლუნინამ შეასრულა. გადაღებები კი კიევში მიმდინარეობდა.

გადამღები ჯგუფი:

პროდიუსერები: იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო
რეჟისორი: ნანა ჯანელიძე
ოპერატორი: მიშა მარკოვი
დამდგმელი მხატვარი: იური ლარიონოვი
კოსტიუმების მხატვრები: ანტონინა ბელინსკაია, გალინა სოკოლოვსკაია

ფილმის გადაღებები საქართველოსა და უკრაინაში იქნება.

Facebook Comments