ბიზნესი

პარიზის კლინიკაში 65 წლის მილარდერი პენისის გადიდების დროს დაიღუპა

ებრაელი მილიარდერი ეჰუდ ლანიადო, რომელმაც ქონება ბრილიანტების ბიზნესით დააგროვა, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლანიადო პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში პენისის გადიდების ოპერაციის დროს დაიღუპა. ბიზნესმენს გული გაუჩერდა, როგორც კი სასქესო ორგანოში ინექცია გაუკეთეს.

ექიმების თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი პლასტიკური ოპერაცია, რომელიც აღნიშნულ კლინიკაში ხშირად კეთდება.

ეჰუდ არიე ლანიადო ბრილიანტების მსოფლიო ინდუსტრიის ექსპერტი და კომპანია Mercury Diamonds -ის მფლობელი იყო.

ის ასევე იყო საერთაშორისო ბრილიანტების ბიზნესის თავმჯდომარე , რომელიც მოიცავს სამთო, საძიებო სამუშაოებს, შეფასებას, სავაჭრო, საწარმოო და საკონსულტაციო მომსახურებას. 

Facebook Comments