ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმეს

სოციალური მომსახურების სააგენტომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის კლინიკები დაახლოებით 56 მილიონი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი მთავრობის 36 დადგენილების პირობების შეუსრულებლობა იყო. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ იმ კლინიკებს, რომლებიც დაჯარიმდნენ, თუმცა დასძენენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით კლინიკებს უკვე ეპატიათ 30 მლნ ლარზე მეტი და ამ ეტაპზე მათ მომსახურების ანაზღაურებული თანხიდან დასაბრუნებელი აქვთ დაახლოებით 13 მლნ. ლარი.

2018 წელს სააგენტომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები პროგრამის ამოქმედების დროიდან, ანუ 2013 წლიდან შეისწავლა და გამოვლენილი დარღვევების გამო კლინიკებს პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება და მასთან ამ თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

კლინიკების დაჯარიმების ფაქტი მოხვდა ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები უწყებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა.

Facebook Comments