პოლიტიკა

ფადი ასლი: შოკირებული ვარ, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა ხმა არ ამოიღეს „თიბისის“ დასაცავად

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ფადი ასლი აცხადებს, რომ ეჭვგარეშეა, “თიბისი ბანკის” დამფუძნებელს ემუქრებოდნენ. მისი თქმით, ქვეყანაში ტერორის ნიშნებია.

ფადი ასლი ამბობს, “შოკის მომგვრელია” ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმი დამოკიდებულებაა.

“საქართველოში ბიზნესმენებს ხელისუფლების შურისძიების ეშინიათ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ტერორის ნიშნებს ვხედავ. შოკირებული ვარ იმით, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა ხმა არ ამოიღეს თიბისის დასაცავად, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ქვეყნის მთავრობას იყენებდა ბანკისა და ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს წერილი მათ გაუგზავნეს მამუკა ხაზარაძეს ეს მაფიის მუშაობაა, ივანიშვილი მართავს საქართველოს როგორც განგსტერი, ქვეყნის მთავრობა ინსტრუმენტია მის ხელში, ველოდები როდის დაიწყებენ ქართველი ბიზნესმენები ხმამაღლა საუბარს არამხოლოდ თიბისის, არამედ სხვა კომპანიების შესახებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში ტერორი მუდმივად იქნება,”-აცხადებს ფადი ასლი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni