კრიმინალი

გლდანში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დეტალებია ცნობილი

პოლიცია შეიარაღებულ თავდამსხმელებს ეძებს. ყაჩაღობა გლდანში დილის საათებში მოხდა. რამდენიმე ნიღბიანი “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, მას შემდეგ კი, რაც ადგილზე დაცვის პოლიცია გამოჩნდა, თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, სავარაუდოდ, მძევლები აიყვანეს და გაიქცნენ.

ირკვევა, რომ თანხა ბანკიდან წაღებული არ არის. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

Facebook Comments