Skype-ით სარგებლობა აპლიკაციის გარეშეც შესაძლებელია

Skype-მა მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა. ამიერიდან ოპერაციული სისტემა Windows-ისა და Mac OSX-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ Skype Web-ით ისარგებლონ. ამის შესახებ Skype-ს ბლოგზე ვკითხულობთ.

ამისთვის მომხმარებელს კომპიუტერზე სულ მცირე Windows 10 ან Mac OSX10.12 ვერსია უნდა ჰქონდეს მომართული და Google Chrome-ის ან Microsoft Edge-ის ბოლო ვერსიის ბრაუზერით სარგებლობდეს. 

სიახლის გამოცდა ბრაუზერით Safari, Firefox-ი და Opera ხელმისაწვდომი არ არის. 

რაც შეეხება Skype Web-ის ფუნქციებს, ვებგვერდიდან მომხმარებელი HD ვიდეოზარით, ნოტიფიკაციების პანელით და მედია გალერეით სარგებლობას შეძლებს. ნებადართულია ზარის ჩაწერაც.

Facebook Comments

ახალი დადებული