უცხოური მედია

აშშ-ში შავკანიან გეი მსახიობს ბრალი საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებისთვის წაუყენეს

აშშ-ში, ილინოისის შტატში, კუკის ოლქის სასამართლომ ცნობილ შავკანიან გეი მსახიობს, ჯუსი სმოლეტს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემის გამო წაუყენა. ამის შესახებ NBC7​ იუწყება.

სმოლეტი შოუ „იმპერიას“ მონაწილეა. 29 იანვარს ის საავადმყოფოში ჩატეხილი ნეკნით მიიყვანეს. მისი თქმით, ჩიკაგოს ცენტრში ორი მამაკაცი დაესხა თავს, რომლებიც სიძულვილის ენით მიმართავდნენ და რასისტულ და ჰომოფობიურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მსახიობის თქმით, თავდამსხმელები ასევე დონალდ ტრამპის საარჩევნო ლოზუნგს „გავხადოთ ამერიკა ისევ ძლიერი“ წარმოთქვამდნენ

გამოძიებამ დაადგინა, რომ სმოლეტმა თვითონ გაუკეთა ორგანიზება თავდასხმას საკუთარ თავზე. მას წარედგინა 16 ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებით.

მანამდე, ჩიკაგოს პოლიციამ შეძლო მოეპოვებინა თავდამსხმელებისგან ჩვენება, ისინი სმოლეტის ნაცნობები აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი იმავე შოუში მონაწილეობდა, რომელშიც „მსხვერპლი“, მეორე კი, მისივე მწვრთნელი აღმოჩნდა. მათი თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს თავდასხმის რეპეტიცია. 

Facebook Comments