დნმ-ტესტის შემდეგ მარადონამ კიდევ სამი ბავშვის მამობა აღიარა

არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ აღიარა, რომ კიდევ სამი შვილი ჰყავს. ამის შესახებ BBC იუწყება. 

58 წლის ფეხბურთელის ადვოკატმა, მატიას მორლამ დაადასტურა, რომ მარადონა ჰავანაში მამობის ტესტისთვის გაემგზავრა. ორი ქალის სამი შვილი ამიერიდან მარადონას გვარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მარადონა 200-2005 წლებში ჰავანაში კოკაინზე დამოკიდებულებას მკურნალობდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარადონამ მამობა აღიარა. ადრე არგენტინის ნაკრების ფორვარდმა 32 წლის დიეგო ჟუნიორი და 22 წლის ჯანა მათ დედებთან ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ, თავის შვილებად სცნო.

Facebook Comments

ახალი დადებული