მოგზაურობა სპორტი

ჯაბა ჩარგაზია მოპედით მოგზაურობის 29-ე დღეს უკვე ლისაბონშია

მთავარია, დიდი გეგმის თითოეული წვრილმანი კარგად დაგეგმოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ და აუცილებლად გამოგივათ,-ა მის შესახებ ჯაბა ჩარქაზიამ ლისაბონიდან ლაივ-ჩართვისას განაცხადა.

ჯაბა ჩარგაზია ევროპის გარშემო მარტო, მოპედით გაემგზავრა. 10 თებერვალს მან სტარტი თბილისიდან აიღო და მოგზაურობის 29-ე დღეს უკვე პორტუგალიაში იმყოფება. 

მისი თქმით საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანის დარწმუნება დასჭირდა, რომ ეს ჩანაფიქრი სიგიჟე არ იყო და რეალობად ქცევა შესაძლებელია.

როგორც ჯაბა ამბობს, დღეში 300 კმ-ს გადიოდა და საათში ერთხელ ისვენებდა. ყველაზე დიდი სირთულე თურქეთის უღელტეხილზე შეხვდა, რომლის გადავლაც ღამე, სიბნელეში, თოვლსა და ყინვაში მოუხდა. 

ლისაბონიდან ჯაბა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში გადავა, ბილბაოსა და პარიზის შემდეგ ბელგიაში გაემგზავრება, იქიდან კი, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, სერბეთში, ბულგარეთში, თურქეთში. თურქეთიდან კი საქართველოში დაბრუნდება. 

მოგზაურობის ყველა დეტალზე ჯაბა ჩარგაზია ორშაბათს, 20:00 სთ-ზე ფეისბუქგვერდზე „ჯაბას ტური“ ისაუბრებს. 

Facebook Comments