სილამაზე უცხოური მედია

19 წლის მის თინეიჯერი სამყარო გულის შეტევით გარდაიცვალა

კონკურს „მის თინეიჯერი სამყარო 2017“ გამარჯვებული ლოტე ვან დერ ზე 19 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი მშობლები ქალიშვილის ინსტაგრამ-გვერდზე წერენ.

The Sun-ის ინფორმაციით, ინციდენტი ავსტრიაში, სამთო-სათხილამურო კურორტ ვესტენდორფში მოხდა, სადაც ჰოლანდიელი მოდელი მშობლებთან ერთად ისვენებდა. მშობლების გადმოცემით, სიკვდილამდე, უკანასკნელ ღამეს გოგონა მეგობრებს შეხვდა და სახლში კმაყოფილი დაბრუნდა, ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ არაფერი უთქვამს. 

მეორე დღეს გოგონა საუზმეზე არ გამოვიდა და როდესაც მშობლებმა მიაკითხეს, ნახეს, რომ ის ცუდად იყო. მალევე ვან დერ ზეეს გულის შეტევა დაემართა. 

ავსტრიელმა ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს და მიუნხენის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ექიმები იკვლევენ , რა შეიძლებოდა გამხდარიყო გულის შეტევის მიზეზი, თუმცა შედეგი ჯერ უცნობია. 19 წლის გოგონა თავის დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა. 




Facebook Comments