სპორტი

ბორჯღალოსნები დღეს გერმანიას დაუპირისპირდებიან

ქართველი ბორჯღალოსნები დღეს გერმანიას დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრების შეხვედრა მეტოქესთან ქუთაისში, „აია არენაზე“ 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნულ გუნდს გერმანიის ნაკრებთან აქამდე შვიდი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ყველა მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობა 2010 წელს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დაფიქსირდა – 77:3, შარშან კი ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ოფენბახში 64:0 მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩამდე ერთი დღით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა.

Facebook Comments