მოსკოვში ბავშვი-მაუგლი იპოვეს, რომელსაც კისერზე ჯვარი ჰქონდა შეზრდილი

მოსკოვში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მაშველებმა მიტოვებული 5 წლის ბავშვი იპოვეს. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ბავშვმა არ იცის ლაპარაკი, არის ასოციალური, აქვს ანორექსიის ნიშნები, ხოლო კისერზე, კანში ჩაზრდილი აქვს სამკაული. ეს არის თოკზე ჩამოკიდებული ჯვარი, რომელიც დაფარულია კანის თხელი ფენით.

ბავშვს მეტყველების აპარატი წესრიგში აქვს, თუმცა მხოლოდ ხმებს გამოსცემს. ამჟამად ის რეანიმაციაშია მოთავსებული.

რუსეთის შსს-ს ცნობით, საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. დაკავებულია ბავშვის დედა. 

Facebook Comments

ახალი დადებული