სოციალური ქსელები და მედია

დაკავებული ტერორისტი აცხადებს, რომ გალკინმა კირკოროვის მკვლელობა შეუკვეთა

დაღესტნის მკვიდრმა, ხიდირნებ კაზუევმა, რომელსაც ბრალად ედება მახაჩკალაში ფილიპ კირკოროვის კონცერტზე ტერაქტის მომზადება, განაცხადა, რომ აფეთქების მიზანი იყო მომღერლის მოკვლა ალექსანდრ გალკინის შეკვეთით. ამის შესახებ რუსული Коммерсантъ-ი ბრალდებულის ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება. როგორც კაზუევი ყვება, 2017 წელს მოსკოვში ყოფნისას მას გალკინი დაუკავშირდა, რომელმაც 2 მილიონი რუბლი შესთავაზა კირკოროვის მკვლელობისთვის.

ბრალდებულის თქმით, მაქსიმ გალკინს კირკოროვის მოშორება ეჭვიანობის ნიადაგზე უნდოდა. დაკავებული ამბობს, რომ ერთი მილიონი ავანსად მიიღო, მეორე კი, ტერაქტის განხორციელების შემდეგ უნდა გადაეცათ მისთვის. მას ასევე გადასცეს ტელეფონი და სიმ ბარათი. კაზუევი გალკინის, კირკოროვის და პუგაჩოვას დაკითხვას, ასევე მათთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. გამოძიება ეჭვობს, რომ ჩვენების მიცემა ბრალდებულის მცდელობაა, გამოძიება მცდარი მიმართულებით წაიყვანოს.

მიუხედავად ამისა, ადვოკატი დაჟინებით ითხოვს აღნიშნული ვერსიის გადამოწმებას. გალკინი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. 12 მარტს ცნობილი გახდა, რომ დაღესტნის შსს-მ კაზუევისა და სამი ადგილობრივი მცხოვრების მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაასრულა.

მათ ბრალი ედებათ 2017 წლის 6 ივლისს, მახაჩკალაში კირკოროვის კონცერტზე ტერაქტის დაგეგმვაში. საქმის ფიგურანტები აცხადებენ, რომ ღონისძიებაზე აფეთქების მოწყობა გადაიფიქრეს, რადგან მსხვერპლი დიდი იქნებოდა,

Facebook Comments