სოციალური ქსელები და მედია

პატრიარქს ეს სათამაშო მობეზრდა და გადააგდო, ახლა ავე მარიას ახალ ვერსიაზე მუშაობს

ჟურნალისტი და თეოლოგი ლევან სუთიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამეფო ოჯახის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს: „2009 წლის თებერვალში, პატრიარქმა ილიამ სამების საკათედრო ტაძარში ბაგრატიონების ორი დაპირისპირებული და არარარსებული ტახტისთვის მებრძოლი შტო შეაჯვარა, ახალი მეფის გამოსაყვანად. მალევე დაიბადა უფლისწული გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, უსაყვარლესი ბავშვი – რომელიც თავად პატრიარქმა მონათლა.

თითქოს კათალიკოზის ამ თავხედურ ბრძოლას საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ პატარა წარმატება უნდა ეზეიმა, წინ გადადგმულ ნაბიჯად მიეთვალა, მაგრამ ბაგრატიონში ზაქიჭამიას გენებმა იმძლავრეს. პატარა გიუნას მშობლებმა ჩხუბი მაინც არ შეწყვიტეს – მაინც რომელი ხაზით იქნება უფლისწული გიორგი მეფე? მამის თუ დედის? მისი რომელი ქრომოსომებია სამეფო და რომელი არა?

დღეს საქმე იქამდე მივიდა, რომ მუხრანელმა ბაგრატიონებმა თანამედროვე ბაგრატიონ-გრუზინსკები სიხარულიძეებად გამოაცხადეს, მიანიშნეს რა ძველისძველ ჭორზე, რომ პეტრე გრუზინსკი აყვანილი იყო. უფლისწულ გიორგის მამის ოჯახი მიიჩნევს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა, მაგრამ უფლლისწულ გიორგის ისევ ბგრატიონ-ბაგრატიონად მოიხსენიებს.

პატრიარქს, ცხადია, ეს სათამაშო მობეზრდა და გადააგდო. ავე მარიას ახალ ვერსიაზე მუშაობს – კარიბულ კილოზე გააწყობს და ატირებს შუა ხნის ქალებს. უნდა ახლა ნუგზარ სიხარულიძის პრობლემები? არ უნდა. თანაც, საქართველოში ერთი ტახტი დგას და მასზედ შიოლაშვილი უნდა იჯდეს. ეჰ, ძმიშვილს არ გაეცრუებინა იმედი და დინასტიასაც დაარსებდა.“

Facebook Comments