ცხოველები

საქათმეში შეპარული მელა ქათმებმა მოკლეს

საფრანგეთში ქათმებმა მელია მოკლეს, რომელიც საქათმეში შეიპარა. ამის შესახებ გამოცემა Ouest France იუწყება.

ინციდენტი 7 მარტს ღამით პროვინცია ბრეტანში, სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის კუთვნილ ფერმაში მოხდა. მელა საქათმეში შეიპარა, სადაც 3 ათასამდე ქათამი იყო. მის უკან კარი ავტომატურად ჩაიკეტა. ქათმები მტაცებელს თავს დაესხნენ, კუთხეში მიიმწყვდიეს და სიკვდილამდე უნისკარტეს. 

„მათში ჯოგის ინსტინქტმა გაიღვიძა და მელას თავს დაესხნენ“,-განაცხადა სასწავლებლის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ცხოველს კისერზე ათასობით ნისკარტის კვალი ჰქონდა. როგორც პასკალ დანიელი აღნიშნავს, მელა დაახლოებით 6 თვის იყო და გამოცდილება აკლდა. ამიტომ, ასეთი რაოდენობით ქათმების დანახვამ დააბნია და თავის დაცვა ვერ მოახერხა. 

„როგორც ჩანს, ქათმები ერთად დაესხნენ თავს, ეს ფრინველები ზოგჯერ ძალიან ჯიუტები არიან, როცა ერთად არიან“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments