სოციალური ქსელები და მედია

აფხაზური ენის სწავლის მსურველებისთვის წიგნი გამოიცა

აფხაზური ენის სწავლის მსურველებისთვის, ასევე აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით წიგნი გამოიცა სახელწოდებით “აფხაზური ენა დამწყებთათვის”. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

წიგნში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა მკითხველს დაეხმარება, რომ შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი.

წიგნი შეადგინეს: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

წიგნის პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

Facebook Comments