Uncategorized

ახალ ფილმში ჯეიმს ბონდი ეკოლოგიური გახდა

ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ახალ ფილმში, მთავარი როლის შემსრულებელი დენიელ კრეიგი ელექტრომობილის საჭეს მიუჯდება,- ამის შესახებ The Sun იუწყება.

მთავარი გმირი ბრიტანული მწარმოებლის, „ასტონ მარტინის“ ელექტრომობილზე, Rapide E -ზე გადასვეს. ეს იყო რეჟისორ კერი ფუკუნაგას იდეა, რომელიც გარემოს ცნობილი დამცველია. მისი თქმით, ავტომობილი ერთ-ერთ მთავარ ექშენ-სცენაში გამოჩნდება.

ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმის გადაღებები აპრილში იწყება. Rapide E ასტონ მარტინის პირველი ელექტრომობილია, მისი ღირებულება 250 000 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.

Facebook Comments