სოციალური ქსელები და მედია

ვაი თუ, მართლა დადგეს ისეთი დრო, რომ გამოჩხრიკონ ზოგიერთი “მივიწყებული” მკვლელობა – ნუგზარ ფოფხაძის მინიშნება თაკო ჩარკვიანს

ჟურნალისტი ნუგზარ ფოფხაძე პარტია “კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელ თაკო ჩარკვიანის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ცნობისთვის, ჩარკვიანი-ფოფხაძის დაპირისპირება საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

“გახრწნილებასაც, თქვენ წარმოიდგინეთ, უნდა ჰქონდეს საზღრები.

ეჰ, რა მართალს ამბობდა ერთი თბილისელი ერისთავის გვარის რაინდი: “მასეთი ქალისას ვერაფერს გაიგებ, ვერც საწოლში და ვერც საწოლს გარეთო. იმიტომ რომ ტვინის მაგივრად “სხვა არამეთი” აზროვნებენ… თუ მაგ აზროვნებას ქვიაო… აზროვნება”

ჰოდა, ამიტომაც არ ვბრაზდები. ყველა ოჯახშია ერთი მახინჯი და ამას უნდა შევეჩვიოთ…

ისე კი მაგრად მეშინია ახლადგამოჩეკილი პარტიის “კანონის და სამართლის” და მისი “მომაფიოზო ბოსის” მუქარის. ოღონდ მისამართი შეეშალა ამ “მიამიტ” და ნაადრევად გამოსკლეროტიკებულ მდედრს: ვაი თუ, მართლა დადგეს ისეთი დრო, რომ გამოჩხრიკონ ზოგიერთი “მივიწყებული” მკვლელობა, პარტნიორებისთვის წილების ახევა, დააზუსტონ ჭუბერის გზაზე მოთარეშე ბანდიტების ვინაობა, შევარდნაძის დროს დიდი სესხების ჩამოწერა-პატიების შემთხვევები. უთოფო ყაჩაღობით გახმაურებული უძრავი ქონების ხელში ჩაგდების ფაქტები..

ეს რომ არ გამომჟღავნდეს და “კანონმა და სამართალმა” პური არ ჭამოს, ამისთვის კლასიკა არსებობს: უცხოეთში (!!!), მაგალითად, ზოგიერთი იქაური კვაჭი კვაჭანტირაძე ცოლს პარტიას უქმნის და აფინანსებს…

ნიჭიერ ხალხს რა გამოლევს, იქაც და აქაც, მთავარია შუბლზე ძარღვი გქონდეს გაწყვეტილი. მაგრამ… საბუთებს და ფაქტებს რა ეშველება, არცერთი რომ არ იწვის? – წერს  ნუგზარ ფოფხაძე.

Facebook Comments