პოსტები სოციალური ქსელიდან

ნატა გულიაშვილი – ჩემს „ფეისბუქზე“ კიბერთავდასხმაა, არ იდება კომენტარი

ინტერნეტმომხმარებლები მსახიობ ნატა გულიაშვილის პოსტს აზიარებენ, რომელში მსახიობი აცხადებს, რომ „ფეისბუქის“ მის პირად გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. „ჩემს „facebook“ ზე კიბერთავდასხმაა. არსად არ იგზავნება „message~და არსად არ იდება კომენტარიიი.

რაიყოთ ბატონო ბიძინა, ჩემთანაც შემოახწია თქვენმა ტროლებმაააა?“,-წერს გულიაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელებს „ფეისბუქს“ და „ინსტაგრამს“ მსოფლიოს მასშტაბით ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

პრობლემა 13 მარტს, დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა და მას შემდეგ, ორივე სოციალური ქსელი შეფერხებით მუშაობდა. ფეისბუქზე თითქმის შეუძლებელი იყო კონტენტის ატვირთვა და მართვა, ხოლო ინსტაგრამზე ფოტოების გაზიარება ვერ ხერხდებოდა.

ამჟამად სოციალური ქსელი შეუფერხებლად მუშაობს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni