პოსტები სოციალური ქსელიდან

ქართველი ქალები სიკვდილს ამჯობინებენ მუსლიმებზე გათხოვებას – თადეუშ კრუსინსკი

ქართველი ქალები ქმრებს ქრისტიანებად უზრდიან შვილებს, რადგან მაშინაც კი არ თმობენ ქრისტიანობას, როდესაც მათი ქმრები მუსლიმდებიან. ისინი მეტად ლამაზები არიან და თანაც ამ სილამაზეზე იმდენს ზრუნავენ, რომ სულიერი მამაცობის მაგალითს წარმოადგენენ. ამის საპირისპიროდ, ასევე მამაკაცივით შეიარაღებულნი და წაღებში გამოწყობილნი დაიარებიან სანადიროდ და არაფრით ჩამოუვარდებიან ქმრებს.

ქართველ ქალებს საშუალება აქვთ, პირველები იყვნენ შინ და გარეთ. ისინი მთელს აღმოსავლეთში განთქმულნი არიან არა მარტო სილამაზით, არამედ -ერთგულებით. ყოველი ქართველი ბატონი, თავისი ქონების შესაბამისად, თავს მოვალედ თვლი, ცოლის სახელზე ააგო ტაძარი.

მუსლიმებზე გაყიდული ან იძულებით გათხოვილი ქართველი ქალები ხშირად სიკვდილს ამჯობინებენ რწმენის გადასარჩენად.

ქართველი ქალი

ამ დროს კრუსინსკი გვატყობინებს: “ქართველები მოჩვენებითად იღებენ ისლამს და სამსახურის დამთავრების მერე, ისევ უბრუნდებიან ქრისტიანობას.”

სწორედ ამ დროს გოდებს ახალი ქართლის ცხოვრებიდან ბერი ეგნატაშვილი: “და იწყონ ქართულმა წესმა და რიგმა გარდაცვალებადო.”

დიდ იმპერიაში მოასპარეზე ქართველობა თანდათან სპარსული ცხოვრების წესს მიეჩვია. აქა-იქ მრავალცოლიანობამაც კი მოიკიდა ფეხი თურმე. და ასეთ დროს ქართულ საზოგადოებას ისევ და ისევ ქართველი ქალი მოევლინა მხსნელად. კრუსინსკი გადმოგვცემს იმ ჩალმიანი მამაკაცების მეუღლეებზე, რომელსაც თითქმის ყოველდღე ხედავდა თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე. კრუსინკი წერს:

ქართველი ქალი. 1860 წ.

ქართველი ქალები ქმრებს ქრისტიანებად უზრდიან შვილებს, რადგან მაშინაც კი არ თმობენ ქრისტიანობას, როდესაც მათი ქმრები მუსლიმდებიან. ისინი მეტად ლამაზები არიან და თანაც ამ სილამაზეზე იმდენს ზრუნავენ, რომ სულიერი მამაცობის მაგალითს წარმოადგენენ. ამის საპირისპიროდ, ასევე მამაკაცივით შეიარაღებულნი და წაღებში გამოწყობილნი დაიარებიან სანადიროდ და არაფრით ჩამოუვარდებიან ქმრებს.

ქართველ ქალებს საშუალება აქვთ, პირველები იყვნენ შინ და გარეთ. ისინი მთელს აღმოსავლეთში განთქმულნი არიან არა მარტო სილამაზით, არამედ -ერთგულებით. ყოველი ქართველი ბატონი, თავისი ქონების შესაბამისად, თავს მოვალედ თვლი, ცოლის სახელზე ააგო ტაძარი.

მუსლიმებზე გაყიდული ან იძულებით გათხოვილი ქართველი ქალები ხშირად სიკვდილს ამჯობინებენ რწმენის გადასარჩენად.

როცა ეს ტექსტები იწერებოდა, XVIII საუკუნის დასაწყისი იდგა. ქართველ ხალხს უკვე გადატანილი ჰქონდა 5-საუკუნოვანი გენოციდები და წინ არანაკლები 3-საუკუნოვანი უბედურება ელოდა.

ისტორიკოს გურამ ქართველიშვილის ფეისბუქ-გვერდიდან.

Facebook Comments