სოციალური ქსელები და მედია

“15 000-ზე მეტ ახალგაზრდას გამოვიყვან რუსთაველზე და ვერ გიშველის საპატრიარქო” – ჯაფარიძე სესიაშვილს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილს მიმართავს.

საქმე ეხება, სესიაშვილის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გადავადების უფლებით შესაძლოა არა ყველა რელიგიის, არამედ მხოლოდ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ისარგებლონ.

“Irakli Sesiashvili 15,000-ზე მეტი ახალგაზრდა გადავარჩინეთ 1 წლიან მონობას, სამსახურის დაკარგვას, კარიერის და ოჯახების დანგრევას, ჯანმრთელობის პრობლემებს და თავდაცვაში უკვე ფესვგადგმულ საბჭოთა ‘ძედავშინას’

ან გააუქმებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურს

ან შეაჩერებთ მაგ ენითაუწერელ მავნებლობას

ან მე დავურეკავ ყველას სათითაოდ, ოჯახებით და მეგობრებით გამოვიყვან რუსთაველზე, და ვერ გიშველის საპატრიარქო” – წერს ზურა ჯაფარიძე.

Facebook Comments