სილამაზე

დუბაიში, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამო წარმოადგინეს

პარფიუმერულმა ბრენდმა, Nabeel დუბაის სავაჭრო ცენტრ Dubai Mall-ში გასაყიდად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამო გამოიტანა. ამის შესახებ Gulf News იუწყება.

უნისექსის არომატი, რომლის  სახელწოდებაა Shumukh,  არაბულად ნიშნავს „ყველაზე მაღალს“. სუნამო 1,3 მილიონი დოლარი ღირს. კომპანიის ხელმძღვანელის, პარფიუმერ ასგარა ადამ ალის თქმით, Shumukh შედის სერიაში spirit of Dubai.

სუნამოს შუშა დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლისაა და 3 ლიტრ სუნამოს იტევს. ის შექმნილია მურანოს შუშისგან და რამდენიმე ათასი ბრილიანტის თვლით არის მოოჭვილი, ასევე მარგალიტებითა და ტოპაზით. არომატი დისტანციური მართვის ტექნოლოგიით იფრქვევა.

სუნამოს შექმნაზე 3 წელი დაიხარჯა. 

Facebook Comments