მოდა

Victoria’s Secret-მა თავისი ახალი ანგელოზის ვინაობა დაასახელა

Victoria’s Secret-მა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრენდის ახალი ანგელოზი ბარბარა პალვინია. 

თავად 25 წლის სუპერმოდელი ემოციებს ვერ იკავებს: „არ ვიცი, რით დავიწყო, მაგრამ ვეცდები. არასდროს მიფოქრია, რომ ეს მოხდებოდა ჩემს კარიერაში, მაგრამ ეს მოხდა და ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მიხარია განვაცხადო, რომ ამიერიდან „ვიქტორიას სეკრეტის“ ანგელოზი ვარ. გმადლობთ, რომ გჯეროდათ ჩემი. იყო დრო, როცა თავს ოცნების უფლებასაც ვერ ვაძლევდი, მაგრამ ოჯახი, გუნდი, ედი და ყველა მხარს მიჭერდა და დამეხმარნენ წამოდგომაში. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ უნგრეთს, და რაც ყველაზე მთავარია, ყველა თქვენთაგანს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“,-ამბობს მოდელი.

ამგვარად, პალვინი „ვიქტორიას სეკრეტის“ სხვა ანგელოზებს, კენდის სვეინპოლს, ბეჰატი პრინსლოუს, ლილი ოლდრიჯს, ჟასმინ ტუკსს, სტელა მაკსველს, ელზა ხოსკს, ტეილორ ჰილს, მარტა ჰანტს, საპა სამპაიოს,რომი სტრეიდს, ლაის რიბეიროსა და ჟიზეფინ სკრივერს შეუერთდა. 


Facebook Comments