უცხოური მედია

დემონსტრანტებმა სერბეთში ტელევიზიის შენობა დაიკავეს

სერბეთში ოპოზიციონერმა დემონსტრანტებმა ქვეყნის ტელე და რადიოკომპანიის შენობა დაიკავეს. ამის შესახებ RTS-ი წერს.

მანამდე აქციის მონაწილეებმა შენობას კვერცხები დაუშინეს. თავდასხმის მიზეზი კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სატელევიზიო შოუში არმიწვევა გახდა. პოლიციამ შეძლო დემონსტრანტების ძალის გამოყენების გარეშე შენობიდან გაყვანა.

სერბეთში ანტისახელისუფლებო აქციები არ წყდება, რომელიც ოპოზიციის ორგანიზებით იმართება. აქციები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცემის შემდეგ დაიწყო.

Facebook Comments