სოციალური ქსელები და მედია

მაიკლ ჯექსონზე გადაღებული ფილმის გამო, მისმა ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა, პერისმა თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ პორტალი TMZ იუწყება. გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ ის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, მასთან ნათესავები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ჯექსონზე გადაღებული გახმაურებული დოკუმენტური ფილმია, რომელშიც პოპ-მუსიკის მეფეს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.

20 წლის პერისი მყარად იცავს საკუთარ პოზიციას მამის უდანაშაულობის შესახებ. სკანდალური ფილმი მას არც კი უნახავს. 2013 წელს პერის ჯექსონმა უკვე სცადა თვითმკვლელობა. მოგვიანებით მან თავისი დეპრესიის შესახებ ისაუბრა.

ორსერიანი დოკუმენტური ფილმი „ნოვერლენდიდან წასვლა“ ამერიკულმა კომპანია HBO-მ გადაიღო. ფილმი ეფუძნება ორი ადამიანის, უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაკის მონაყოლს, რომლებიც ბავშვობაში იცნობდნენ მომღერალს. ჯექსონთან დამეგობრების შემდეგ ისინი სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით მომღერალთან საიდუმლო ურთიერთობების სანაცვლოდ. პირველი კონტაქტის დროს რობსონი 7 წლის იყო, სეიფჩაკი კი, 10-ის,

Facebook Comments