სოციალური ქსელები და მედია

დავამსხვრიეთ მითი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეიძლება ჰყავდეს მოკავშირეები

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ახალი საქართველო“ სასტუმრო „ბილტმორში“ რიგგარეშე ყრილობა გამართა. ყრილობას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე პოლიტიკური გაერთიანება „კანონო და სამართალის “ ლიდერი თაკო ჩარკვიანი. სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ დამსხვრეულია მითი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეიძლება, მოკავშირეები ჰყავდეს.

„ჩვენ 2013 წლიდან ბევრი მითი დავამსხვრიეთ. ყოველი საარჩევნო კამპანია იყო უფრო წარმატებული, ვიდრე წინა. დავამსხვრიეთ მითები, ჩვენსს პარტიაზე ვლაპარაკობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეიძლება ჰყავდეს მოკავშირეები. ამაყი ვარ, რომ გვყავს ისეთი მოკავშირეები, ისეთი პარტიები, ვისი ლიდერებიც ამ დარბაზში იმყოფებიან. ამაყი ვარ, რომ ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ყრილობაზე ვიმყოფები როგორც სტუმარი. დავამსხვრიეთ მითი, რომ ოპოზიცია სექტაა, რომელიც რაღაც ხმებს ვერ გაცდება, რადგან, მაპატიეთ უნდა გავიმეორო, ერთკაციანი ვითომ პარტიები არიან მიკედლებული „ნაციონალურ მოძრაობასო“.

თუმცა ყველას ვაჩვენეთ, როგორი არის გაერთიანებული ოპოზიცია და რა მძლავრი ძალა ვართ. თითქმის შიშველი ხელებით 900 000-მდე ხმა წავგლიჯეთ ამ ე.წ. ხელისუფლებას და ნახეთ რას ვუზამთ მაგათ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც არ უნდა იყოს ეს არჩევნები“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Facebook Comments