ქალი და მამაკაცი

მამაკაცი-მეძავი კლიენტების უცნაურ სურვილებზე საუბრობს

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელიც ფულს ქალების სექს-მომსახურებით შოულობს, თავისი სამუშაოს შესახებ გამოცემა LADbible​ – სთან ისაუბრა.

მისი თქმით, პროსტიტუციით სამი წლის წინ დაკავდა. „ქალები ყოველთვის მიყვარდა“,- აღნიშნავს მამაკაცი გამოძახებით.

შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებიდან ორ კვირაში მის რეკლამას პირველი კლიენტი გამოეხმაურა. დღეს ამ საქმით თვეში 4 000-დან 10 000-მდე  გირვანქა სტერლინგს შოულობს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ერთმა მეგობარმა იცის.

„მე სხვა სამსახურიც მაქვს და ამიტომ, ნათესავებმაც არ იციან ჩემი დამატებითი შემოსავლის შესახებ, პროსტიტუცია ისეთი საქმე არ არის, რაც ყველას უნდა უამბო, თუმცა ზოგჯერ დამალვა რთულია“,-ამბობს მამაკაცი ჟურნალისტთან საუბრისას. 

გამოძახებული მამაკაცის სტატუსით ბრიტანელმა მთელი ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა მოიარა, იყო არგენტინაშიც. მისი თქმით, ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა მალდივებზე ჰქონდა „ჩვენ 18 დღე ვერთობოდით გასაოცარ კურორტზე, ვეგასში მთელი დღე ვიფრინეთ ვერტმფრენით უზარმაზარი კანიონის გარშემო. ადრე ასეთი დრო არასდროს გამიტარებია“,-ამბობს მამაკაცი გამოძახებით და აღნიშნავს, რომ კლიენტების უმრავლესობას მასთან სექსი სულაც არ უნდა,

„ხშირად ისინი ფულს  იხდიან, რომ მათთან ერთად საღამოზე წავიდე, ქორწილში, ან რაიმე წვეულებაზე. ზოგჯერ ერთად გვძინავს, მაგრამ ისე არა, როგორც დაქირავებულ მამაკაცს“,-ამბობს ის.

 „ყველაზე უცნაური სურვილი ჰქონდა ერთ-ერთ ბიზნესმენ ლედის, რომელსაც უნდოდა, რომ მასთან ოფისში მივსულიყავი როგორც პერსონალური მწვრთნელი, მას რაღაც „გრეის 50 ელფერის“ მოწყობა უნდოდა საკუთარ ოფისში, ძალიან საინტერესო იყო“. 

მამაკაცის თქმით, ზოგიერთ წინადადებაზე უარის თქმა უხდება. „ერთი ბიჭი დამიკავშირდა, მთხოვა, რომ მისსავე ცოლთან მქონოდა სექსი, ის კი, ჩემს წინდებს და ფეხსაცმელს დაყნოსავდა. რამდენჯერმე დამირეკა, ბოლოს დავბლოკე მისი ნომერი, რადგან ასეთი რამ საერთოდ არ აღმაგზნებს“.

ბრიტანელის თქმით, ასევე უარით გაისტუმრა კლიენტი, რომელსაც საკიპით სექსი სურდა. ხოლო ოჯახური პორნოს ჩაწერაზე კლიენტის დაჟინებულ თხოვნას კატეგორიული უარით უპასუხა.

Facebook Comments