Uncategorized კულინარია

ეკონომიური და გემრიელი ბადრიჯანი, ნიგვზიანი სატენით

  • ბადრიჯანი – 6ც
  • ხახვი – 1 დიდი თავი
  • პომიდორი – 2 ცალი
  • გატარებული ნიგოზი – 100გრ
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • რეჰანი
  • ქინძი
  • ოხრახუში
  • მწვანე წიწაკა
  • ზეთი – შესაწვავად
  • მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

მომზადების წესებიგასუფთავებულ ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, გავჭრათ შუაზე, მაგრამ არა ბოლომდე და ორივე მხრიდან შევწვათ ტაფაზე. 
სატენისთვის: ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოვწვათ ტაფაზე, დავუმატოთ გახეხილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილები, ჩავაყაროთ გატარებული ნიგოზი, მარილი, მწვანე წიწაკა და წამოვადუღოთ.
შემწვარ ბადრიჯნებს შუაში ჩავუდოთ მომზადებული სატენი, ტაფაზე დავაწყოთ მჭიდროთ ერთმანეთთან, თავზე მოვასხათ დარჩენილი სატენი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 5 წუთი

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni