სილამაზე

როგორ უნდა გაიგოთ რამდენიმე წამში თქვენი კანის რეალური ასაკი

როგორც მეცნიერები ამბობენ, ჩვენი კანი თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების შედეგად ბერდება, მაგრამ რამდენად სწრაფად ხდება ეს? კანის ბიოლოგიური ასაკისგან დამოუკიდებლად, თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ მარტივი ტესტი, რომელიც ამერიკელი პლასტიკური ქირურგების მოგონილია. 

ცერი და საჩვენებელი თითები მოუჭირეთ ხელის მტევნის ზურგის მხარეს კანს 5 წამის განმავლობაში; შემდეგ გაუშვით და დაინიშნეთ დრო, როდის დაუბრუნდება კანი საწყის მდგომარეობას. თუ რეალური შედეგის მიღება გინდათ, არ გაანძრიოთ ხელი და არ დაეხმაროთ კანს სწრაფად აღდგენაში. რაც უფრო ჩქარა მოხდება ეს თავისით, მით უფრო ნაკლებია ფუნქციური ასაკი.

ახლა კი, შეადარეთ თქვენი შედეგი:

1-2 წამი ნიშნავს, რომ თქვენი კანი 30 წელზე ნაკლები ასაკისაა

3-4 წამი = 30-44 წელს

5-9 წამი = 45-50 წელს

10-15 წამი = 60 წელს

15-35 = 70 წელს

36 წამი და მეტი = 70 წელს

თუ შეატყეთ, რომ კანის ელასტიურობა არ შეესაბამება თქვენს ბიოლოგიურ ასაკს, თანაც არა საუკეთესო კუთხით, დროა ცხოვრების წესში თუნდაც მინიმალური ცვლილება შეიტანოთ, რათა დაბერების პროცესი შეანელოთ. დასაწყისისთვის, შეამცირეთ კვების რაციონში შაქარი. იხმარეთ მზისგან დამცავი კრემები, ან კანის დამატენიანებლები. კარგად გამოიძინეთ ხოლმე. გარდა ამისა, რაციონი უნდა იყოს მდიდარი ოქსიდანტებით, ხოლო დილა ფიზიკური აქტივობით უნდა იწყებოდეს. 

Facebook Comments