ჯანდაცვა

თელავის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში 10-მდე აღსაზრდელი მოიწამლა. ისინი თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. კონკრეტულად რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ამის მიზეზი სასმელი წყალი ყოფილიყო.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თინიკო ხანჯალიაშვილი პროდუქტით ბავშვების მოწამვლას გამორიცხავს და ამბობს, რომ სურსათი ბაღში ვარგისია.

ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები არიან, რომლებიც პროდუქტიდან და სასმელი წყლიდან სინჯებს გამოსაკვლევად წაიღებენ.

მომხდარის გამო, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე გაურკვეველი ვადით, დროებით დაიხურა.

Facebook Comments