დიზაინი მოდა

მეგან მარკლის ფლორისტმა საკუთარი ბრენდის თმის სამაგრები და აბადოკები გამოუშვა

ვიდრე თმის მოსართავების საკუთარ ბრენდს წარმოებაში ჩაუშვებდა, ახალგაზრდა ფლორისტმა,  ფილიპა კრედოკმა ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა მოასწრო, როგორიცაა Hermès და Alexander McQueen. ასევე, კენსინგტონის სასახლესთან.

მისი კარიერის პიკი 2018 წლის მთავარი ქორწილის, სამეფო წყვილის, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ხელმოწერისა და ჯვრისწერის ცერემონიის გაფორმება გახდა.

როგორც ამბობენ, მეგანს ისე მოეწონა თვითნასწავლი ფლორისტის ნამუშევარი, რომ მიუხედავად კენსინგტონთან ურთიერთობის გაწყვეტისა, ხშირად უკვეთავს ყვავილების კომპოზიციებს.

ახლა კენსინგტონის ჰერცოგინიას საყვარელი ყვავილების კომპოზიცია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მათი შეძენა  Matchfashion.com-ზე შეიძლება  ( €140-დან თმის სამაგრები, €450-დან აბადოკები)

აღსანიშნავია, რომ ფილიპას ხელოვნური ყვავილები მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება. 




Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni