ჯანდაცვა

როგორ გავიგოთ რომ ბავშვი აუტისტია. 10 შესაძლო ნიშანი

ზოგჯერ მშობლებს ყურადღების მიღმა რჩებათ ის ნიშნები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს აქვთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე შესაძლო ნიშანს, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ახასიათებთ. თუ მათგან ზოგიერთს ამოიცნობთ, ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ თქვენ შვილს აუტისტური სპექტრი აქვს. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

10 ნიშანი, რომელიც შესაძლოა თქვენი ბავშვის აუტისტურ სპექტრზე მიუთითებდეს:

1. ბავშვი არ რეაგირებს თავის სახელზე 12 თვემდე;

2. 14 თვემდე არ მიგითითებთ და გაჩვენებთ საგნებს, რომლებიც შეიძლება მის ინტერესს იწვევდნენ;

3. არ თამაშობს “ვითომ-ვითომ” (მაგალითად არ აჭმევს თოჯინას) 18 თვემდე;

4. არ ლაპარაკობს 2 წლამდე;

5. გაურბის თვალებით კონტაქტს;

6. სიტყვებს ან ფრაზებს გამუდმებით იმეორებს ისე, რომ ამით ადამიანებს არ მიმართავს;

7. არ იძლევა ხელში აყვანის, ჩახუტების ან კოცნის უფლებას – არც მშობლებთან, არც სხვა ადამიანებთან;

8. ბრაზდება მცირეოდენ და მოულოდნელ ცვლილებაზე, მაგალითად როდესაც უფროსი მის თამაშში ჩართვას ცდილობს;

9. ურჩევნია მარტოობა, არ ავლენს სხვა ბავშვებთან თამაშის ინტერესს;

10. ხშირად აკეთებს განმეორებად ქმედებებს, დიდხანს უყურებს ერთსა და იმავე საგანს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.

Facebook Comments