ჯანდაცვა

აშშ-ში ოფიციალურად გამოქვეყნდა ყველაზე საშიში პროდუქტების სია

აშშ-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა ექსპერტების მიერ შედგენილი საშიში პროდუქტების სია, რომლის სათავეშიც მარწყვი და ისპანახი მოხვდა.

საუბარია ხილსა და ბოსტნეულზე, რომელთა შემადგენლობაშიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა კიბოს, უშვილობისა და ჭარბწონიანობის გამომწვევი პესტიციდები.

ავოკადო და სიმინდი შედარებით სუფთა და უსაფრთხო პროდუქტებად დასახელდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

The Daily Mail-ის ცნობით, 47 ყველაზე პოპულარულ ხილსა და ბოსტნეულში ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, მარწყვი ყველაზე ტოქსიკურ ხილად სახელდება. 

პესტიციდები – ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ხოჭოებისა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ. მათი გამოყენება აშშ-ში რეგულირდება 1990-იანი წლებიდან, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ბევრი შხამიანი სუბსტანცია კვლავ ხმარებაშია. საგულდაგულო რეცხვის შემდეგაც კი, ეს ნივთიერებები პროდუქტებში რჩება და გრძელვადიანი ზემოქმედება შეუძლია ორგანიზმზე. აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 230-ზე მეტი პესტიციდი ხილისა და ბოსტნეულის 70%-ზე მეტშია აღმოჩენილი. 

მარწყვის ერთმა პარტიამ 20-ზე მეტ პესტიციდზე აჩვენა დადებითი შედეგი. ისპანახში კი, ორჯერ მეტი მავნე ნივთიერება აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ხილსა და ბოსტნეულში.

სიაში მოხვდა ატამი, ალუბალი და ვაშლი. მათი 98% მხოლოდ ერთ პესტიციდს შეიცავს.

„სუფთა თხუთმეტში“ მოხვდა ავოკადო, სიმინდი, ანანასი და კომბოსტო. 

შედეგი დიდად არ განსხვავდება შარშანდელი მაჩვენებლებისგან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ყურადღება არ ექცევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დაბინძურების შემცირებას. 

Facebook Comments