ეს საინტერესოა

იცით თუ არა, რომ სახეზე ხალის მდებარეობა თქვენს ხასიათს განსაზღვრავს?

ძველად სახეზე ხალის მდებარეობას გარკვეული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. რამდენიმე საუკუნეა, ჩინური მედიცინა ამა თუ იმ ადამიანის დახასიათებისთვის ეყრდნობა ცოდნას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ხალი-მინიშნებების „გაშიფვრა“.

ჩინური მედიცინის მიხედვით, ხალი თვალთან მეამბოხე სულის, ძლიერი შემოქმედებითი უნარისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის ნიშანია. ხალი წარბქვეშ: გულუხვობა. ხალი წარბს ზემოთ: მუდმივი შემოსავალი ცხოვრებაში. ხალი შუბლზე: ეგოიზმი, დაუშრეტელი ენერგია. ხალი ტუჩის კუთხეში: სიძუნწე, ცნობისმოყვარეობა.

ასეთი ადამიანი მუდმივად მოქმედებაშია, უყვარს შეუცნობლის ძიება, ბევრს მოგზაურობს. ხალი ლოყაზე, ან ყვრიმალის მიდამოში : პროფესიონალიზმის, კარიერისა და საკუთარი საქმის ოსტატობის მანიშნებელია.

Facebook Comments