ხელოვნება და კულტურა

როგორ შეძლებთ დარჩეთ ღამის გასათევად ლუვრში და ივახშმოთ მონა ლიზასთან ერთად

მას შემდეგ, რაც 2018 წელს ბიონსემ და ჯეი ზიმ ლუვრში თავიანთი ეპოქალური კლიპი Apes**t გადაიღეს, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მუზეუმში ტურისტების ნაკადი ბევრად გაიზარდა. გასული წლის აბსოლუტური რეკორდი 10,2 მილიონი მნახველია. თუმცა, მხოლოდ ერთ წყვილს შეუძლია მუზეუმში ღამე გაათიოს ისე, როგორც ეს ბიონსემ და მისმა მეუღლემ გააკეთეს.

ლუვრში ღამის გათევის ორგანიზება სერვისმა Airbnb- ითავა. საღამოს პროგრამა მოიცავს „აპერიტივს მონა ლიზას ხედით“, სპეციალურ ვახშამს ვენერა მილოსელთან, VIP-ტურს მუზეუმში, რომელიც ჩვეულებრივ, პრეზიდენტებისთვის ეწყობა, ნაპოლეონ მე-3-ის ყოფილ აპარტამენტში კამერულ აკუსტიკურ კონცერტს და ძილს სპეციალურად მოწყობილ კარავში ცნობილი შუშის პირამიდის ქვეშ. ასევე ტორტს საწოლში მირთმევით.

ნანატრი ღამის გათევა 30 აპრილს შედგება.

Facebook Comments
თეგები