ხელოვნება და კულტურა

ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს


მომღერალი ბრინი სპირსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებს მკურნალობენ. ამის შესახებ TMZ იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბრიტნი სპირსმა ექიმებს დახმარებისთვის თვითონ მიმართა, რადგან მამის მძიმე ავადმყოფობის გამო, ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

მედიის ინფორმაციით, ბრიტნი სპირსი კლინიკაში ერთი კვირის წინ მოათავსეს და იქ დაახლოებით 30 დღე დარჩება. 

მომღერლის მამამ ბოლო დღეების განმავლობაში ორი ოპერაცია გადაიტანა.

იანვარში მომღერალმა დაწერა, რომ მამის მძიმე ავადმყოფობის გამო, კონცერტებს წყვეტს. 

ბრიტნი სპირსი რამდენიმე მუსიკალური ჯილდოს მფლობელია, მათ შორის „გრემის“. 2017 წელს ის „ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების სიაში შეიყვანა. მომღერალმა 12 თვის მანძილზე 34 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და სიაში მერვე პოზიცია დაიკავა. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni