საზოგადოება უცხოური მედია ჯანდაცვა

კვლევამ აჩვენა, რომ ქუჩაში ნაყიდი პლანის დიდი ნაწილი ფეკალიებისგან შედგება

ახალმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ მადრიდის ქუჩებში ნაყიდი კანაბისის დიდი ნაწილი ფეკალიებისგან შედგება და ჯანმრთელობისთვის საშიშია. ინფორმაციას VT ავრცელებს.

კვლევა სახელწოდებით „კანაბისის ფისი მადრიდის რეგიონში“ გამოქვეყნდა ჟურნალში Forensic Science International. სტატიაში მადრიდის ქუჩის დილერებისგან შეძენილი კანაბისის 90-მდე ნიმუშის ანალიზის შედეგებია აღწერილი. 

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კანაბისის 93 % საშიშ ბაქტერია E.coli-ს შეიცავს. 10 5 კი, სოკო Aspergillus-ს, რასაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

კვლევის ავტორები კანაბისში ფეკალიების მოხვედრას იმას უკავშირებენ, რომ ნარკოტოკებით მოვაჭრეებს ის საზღვარზე საკუთარი სხეულით შემოაქვთ, კერძოდ, ცელოფანში გახვეულ ბურთულებს ყლაპავენ, შემდეგ კი გამხსნელს იღებენ და ფეკალიებთან ერთად გამოყოფენ.

გარდა ამისა, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ რისკები, რომელიც  E.coli-სა და  Aspergillus-ს უკავშირდება, საკმაოდ სერიოზულია. ნაწლავის ჩხირი ძირითადად უსაფრთხო ბაქტერიაა, თუმცა ზოგიერთი შტამი, მაგალითად  E. coli O157 : H7 შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს. ამასთან ერთად, სოკო Aspergillus-ის შესუნთქვა შესაძლოა ფატალური იყოს ადამიანებისთვის, რომლებსაც სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. ასევე უარყოფითად იმოქმედოს კიბოთი დაავადებულებზე, რომლებსაც ხშირად სამკურნალო მარიხუანას ურჩევენ ქიმიოთერაპიის დროს. 

Facebook Comments