ეს საინტერესოა უცხოური მედია

როგორ უნდა დაიცვათ თავი ბოროტმოქმედი ტაქსისტისგან, რომ ცოცხალი გადარჩეთ

რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კაროლინაში 21 წლის სტუდენტს, სამანტა ჯოზეფსონს მანქანები აერია და Uber-ის მაგივრად შეცდომით ბოროტმოქმედის მანქანაში ჩაჯდა. მისი ცხედარი მეორე დღეს ქალაქიდან 90 კმ-ში იპოვეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ყოვედღიურად მილიონობით ადამიანი სარგებლობს ტაქსის მომსახურებით და არ უფიქრდება, რა შეიძლება შეემთხვეს. 

Uber და Lyft საკმაოდ მოსახერხებელი სერვისებია – სწრაფი გადაყვანა, ბარათით გადახდა, კარგი ფასი. მაგრამ ზოგჯერ რიგი გარემოებების გამო, ტრაგედიებიც ხდება. ამის შესახებ USA Today წერს.

24 წლის ნათანიელ როულენდს ბრალად ედება სამანტა ჯოზეფსონის მკვლელობა, რომელიც უკანასკნელად ნახეს, როდესაც მის მანქანაში ჯდებოდა. გოგონამ „უბერი“ გამოიძახა, მაგრამ მასთან ახლოს უფრო ადრე ნათანიელ როულენდმა გააჩერა მანქანა. სამანტას შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა. კომპანია „უბერმა“ დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ შემთხვევები, როდესაც ადამიანებს მანქანები ეშლებათ, ძალიან ხშირია. 

იანვარში Lyft-ის მძღოლმა მგზავრი გააუპატიურა, 2018 წელს კი, მამაკაცმა, რომელიც თავს Uber-ის მძღოლად ასაღებდა, ჯორჯიის შტატში ორ ქალზე იძალადა. ა.წ. 2 აპრილს ქალი შეცდომით სხვა მანქანაში ჩაჯდა და ასევე ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ცხადია, არაკეთილსინდისიერი ხალხი თავად ამ ორგანიზაციების თანამშრომლებშიც გვხვდება, მაგრამ უფრი ხშირად მსგავს საქციელს ისინი სჩადიან, ვინც თავს ტაქსისტებად ასაღებს. ტრაგედიის შემდეგ Uber-მა და Lyft-მა დამატებითი ინსტრუქციები გამოაქვეყნეს მგზავრებისთვის. 

Uber

დაელოდეთ მანქანას შენობაში, არ დადგეთ ქუჩაში მარტო, მობილურით ხელში. დაელოდეთ, სანამ აპლიკაცია გიჩვენებთ, რომ თქვენი მძღოლი მოვიდა.

ყურადღება მიაქციეთ სატრანსპორტო საშუალებას: მარკას, მოდელს და ნომერს, რომელიც მოცემულია აპლიკაციაში. დააკვირდით მძღოლის ფოტოს და დარწმუნდით, რომ ნამდვილად ის მოვიდა თქვენთან.

გაითვალისწინეთ, რომ მანათობელმა ინდიკატორმა წარწერით «Uber» ან «Lyft» შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ, მათი ყიდვა „ამაზონზე“ ნებისმიერს შეუძლია. 

იყავით ფრთხილად: გამოიძახეთ მანქანა მხოლოდ აპლიკაციით და არ ენდოთ ქუჩაში გაჩერებულ მძღოლს, რომელიც გიმტკიცებთ, რომ „უბერში“ მუშაობს.

დაჯექით უკანა სავარძელზე: თუ მარტო ხართ, ეს გარანტიას გაძლევთ, რომ საცობის დროს მანქანის ორივე მხრიდან გადასვლა მოახერხოთ. 

შეატყობინეთ მეგობარს: მგზავრობისას დააჭირეთ ხელი აპლიკაციას „გააზიარე სტატუსი“, რათა შეატყობინოთ მძღოლის სახელი, ფოტო და მანქანის ადგილმდებარეობა მეგობარს, ან ოჯახის წევრს. 

ზედმეტი არ ილაპარაკოთ: არ ღირს მძღოლთან გულახდილი საუბრები. თუ მგზავრსა და მძღოლს დასჭირდებათ ერთმანეთთან დაკავშირება, აპლიკაცია ამის საშუალებას იძლევა ისე, რომ არცერთ მათგანს ერთმანეთის ნომერი არ ეცოდინება, რითაც დაცული იქნება თქვნი პირადი ცხოვრება.

ყური დაუგდეთ საკუთარ ინსტინქტს. თუ იგრძნობთ, რომ საფრთხეში ხართ, სასწრაფოდ აკრიფეთ 911. „უბერმა“ 2018 წლიდან აპლიკაციაში განგაშის სიგნალი დაამატა.

Lyft

სანამ მანქანაში ჩაჯდებით, ჰკითხეთ მძღოლს, ვის წასაყვანად მოვიდა. აპლიკაციაში თქვენი სახელია მითითებული და მან ეს უნდა იცოდეს.

Lyft-ს ჰყავს კრიტიკული რეაგირების ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია, თი ინციდენტი მოხდა., რომელიც თქვენი აზრით, საშიშროებას გიქმნით. 

შეაფასეთ მძღოლი. კომპანია საშუალებას გაძლევთ, მიანიჭოთ შესაბამისი ვარსკვლავი მძღოლს. თუ თქვენ მას 3 ან ნაკლებ ვარსკვლავს მიანიჭებთ, აღნიშნულ მძღოლს თქვენთან არასდროს გამოუშვებენ.

Facebook Comments