ხელოვნება და კულტურა

ჯექსონის ოჯახის წევრებმა მომღელის პედოფილიაზე გადაღებული ფილმის პასუხად ახალი ფილმი წარმოადგინეს

მაიკლ ჯექსონის ოჯახის წევრებმა და ყოფილმა კოლეგებმა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ნოვერლენდი პირველი ხელიდან“ წარმოადგინეს, რომელიც დენ რიდის ფილმის,„ნოვერლენდიდან წასვლა“ პასუხია. ინფორმაციას Vanity Fair ავრცელებს.

ახალ ფილმში პოპ-მომღერლის ძმისშვილები, ტექნიკური დირექტორი და პროდიუსერი მონაწილეობენ. ფილმის გმირები ყვებიან, რომ ჯექსონის გვერდით არასდროს უნახავთ შეურაცხყოფილი ან ნაწყენი ბავშვი. 

მომღერლის ძმისშვილის, ბრენდი ჯექსონის თქმით, ის იცნობდა უეიდომ რობსონს, რომელიც დენ რიდის ფილმში მაიკლ ჯექსონის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. „მან კარგად იცის, როგორ წარმოადგინოს თავი სხვადასხვა სიტუაციებში, რომელიც ფინანსურ მოგებას მოუტანს“,-აღნიშნავს ბრენდი.

ოთხსაათიანი ფილმი „ნოვერლენდიდან წასვლა“, რომლის პრემიერა  იანვარში, კინოფესტივალზე “სანდენსი“ შედგა, მოთხრობილია მაიკლ ჯექსონის ორი სავარაუდო მსხვერპლის ისტორია- უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაკის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბავშვობაში პოპ-შემსრულებლის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ. 

ფილმის გამო მაიკლ ჯექსონის ოჯახმა ტელეკომპანია HBO-ს 100 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოთხოვა. ნათესავები ამბობენ, რომ კომპანიამ დაარღვია კონტრაქტის პირობა, რომელიც 1992 წელს დაიდო. კონტრაქტის თანახმად, HBO-ს უფლება არ აქვს შემსრულებლის ღირსება და პატივი შელახოს. 

Facebook Comments