ეკონომიკა

ბათუმის ბულვარში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართა

ბათუმის ბულვარში თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები.

ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალი მიზნად ისახავს აქკაკულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის თევზმოშენების სფეროში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირებას, მათ შორის გამოცდილებების გაზიარებისა და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას, აღნიშნული ხელს შეუწყობს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტურ გაზრდას და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.




Facebook Comments