სამართალი

მაია რჩეულიშვილი სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე, კერძოდ, „მიონის“ ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაია რჩეულიშვილი ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა. მან პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა, რომელშიც რჩეულიშვილი ამ ეპიზოდზე სხდომების ოქმის გადაცემას ითხოვს. მისი თქმით, ოქმების გაცნობის შემდეგ სასამართლოს ჩვენებას მისცემს .

როგორც საქმის მოსამართლემ გიორგი ებანოიძემ თქვა, ის თანახმაა მიიღოს მაია რჩეულიშვილის თხოვნა, თუმცა თავისი პირობაც დაასახელა. მოსამართლის თქმით, 10 აპრილს იწურება ამ საქმის ორწლიანი განხილვის ვადა. აქედან გამომდინარე, მოსამართლის თქმით, 10 აპრილს პროცესები უნდა დასრულდეს.

ამ საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. ქეთევან ჟორდანიასთან საპროცესო შეთანხმებაა გაფორმებული. 

Facebook Comments