ეს საინტერესოა

საიდუმლოებით მოცული ადგილები, სადაც ადამიანებს ფეხის დადგმა ეკრძალებათ

დღეს თითქოს შეუძლებელი არაფერია, თუ ადამიანს ფული და სურვილი აქვს, ნებისმიერ ადგილას შეუძლია  წასვლა, თუმცა არის პლანეტაზე ადგილები, რომელზეც ადამიანს ფეხის დადგმა ეკრძალება. ამ ადგილების ნახვა მხოლოდ ფოტოზეა შესაძლებელი.

სურტსეის კუნძული ისლანდია

ეს კუნძული 1962 წლამდე არ არსებობდა. ის ვულკანის 3-წლიანი ამოფრქვევის შემდეგ წარმოიქმნა.

ამ დროისთვის, კუნძულზე , რომლის ფართობი 2,7 კმ/კვ-ია, სამეცნიერო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გამოარკვიოს, როგორ შეიძლება განვითარდეს ეკოსისტემა ადამიანის ჩარევის გარეშე. ადგილზე ყოფნის უფლება მხოლოდ ორ მეცნიერს აქვს, რომლებიც იქ მდებარე ერთადერთ პატარა სახლში ცხოვრობენ. კუნძულზე ჩასვლამდე, მეცნიერები საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, რომ ადგილზე ნებით თუ უნებლიეთ მცენარის თესლი არ ჩაეტანათ. თუმცა, ეს უმთავრესი წესი ვიღაცამ კარგად ვერ დაიცვა და ახალჩასული ლავის წარმონაქმნზე მოისაქმა.

ასე დაირღვა კუნძულზე ადამიანის შეუხებლობის წესი პირველად, რის შემდეგაც, მის ზედაპირზე პომიდორის ყლორტმა ამოხეთქა. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა მცენარის წარმოქმნის მიზეზი გაარკვიეს, ის მაშინვე გაანადგურეს, რომ ისტორიული სამეცნიერო კვლევა არ ჩაეშალათ.

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული, ინდოეთი.

კუნძულზე, რომელიც ბენგალის ყურეში მდებარეობს, სენტინელების აგრესიული ტომი ცხოვრობს. ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან გარე სამყაროსთან კონტაქტს და ყველას კლავენ, ვინც მიახლოებას ცდილობს. 2004 წელს, როდესაც კუნძული ცუნამმა დაფარა, ინდოეთის ხელისუფლებამ ვერტმფრენი გაგზავნა, რათა დახმარება აღმოეჩინა აბორიგენებისთვის, თუმცა მათ მაშველებს ისრები დაუშინეს. 

2018 წლის ნოემბერში 27 წლის ამერიკელმა ტურისტმა, ჯონ ალენ ჩომ მაინც მოახერხა იქ ჩასვლა. ტურისტს ინდოელი მეთევზეები დაეხმარნენ. როგორც ისინი ჰყვებიან, ამერიკელს  განზრახული ჰქონდა კუნძულზე მცხოვრები ტომის წევრებისთვის ქრისტიანობა ექადაგა. მეთევზეები ამბობენ, რომ უცხოელის გამოჩენისთანავე ტომის წევრებმა მას მშვილდებიდან ისრები დაუშინეს. ტურისტის ცხედარი მეორე დღეს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე იპოვეს. შვიდ მეთევზეს, რომლებმაც ტურისტი კუნძულზე ჩაიყვანა, ინდოეთის კანონმდებლობით პატიმრობა შეეფარდა.

მეცნიერების აზრით, ეს ტომი უკვე 60 ათასი წელია იზოლაციაშია. მათ არ შეუძლიათ ცეცხლის დანთება და მშვილდ-ისრებით ნადირობენ.

ლასკოს მღვიმე, საფრანგეთი

მიზეზი, რის გამოც ადამიანებს ამ მღვიმეში შესვლა ეკრძალებათ, ნახშირორჟანგია, რომელიც სუნთქვის დროს გამოიყოფა. 

გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი პირ­ველ­ყო­ფი­ლი მხატ­ვრო­ბა 17 300 წლით თა­რიღ­დე­ბა. ეს ად­გი­ლი 1963 წელს და­ი­ხუ­რა – მნახ­ვე­ლე­ბის ვი­ზი­ტე­ბის შე­დე­გად მხატვრობა ზი­ან­დე­ბო­და. გა­მოქ­ვა­ბულ­ში ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც მისი პო­ტენ­ცი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა. გა­მოქ­ვა­ბულს ერთი მცვე­ლი კვი­რა­ში ერთხელ რამ­დე­ნი­მე წუ­თით აკი­თხავს.

ეიმადა-გრანდის კუნძული, ბრაზილია

კუნძული, რომელიც ბრაზილიის სანაპიროდან 35 კმ-ზე მდებარეობს, შესახედავად სამოთხეს ჰგავს, თუმცა მისი მონახულება სასტიკად იკრძალება. საქმე იმაშია, რომ ეს ადგილი სავსეა შხამიანი გველებით, ბოტროპსებით. 0,43 კმ/კვ-ზე 4 ათასი ნამდვილი მკვლელი დასრიალებს, რომელთა კბენის შემდეგ უეცარი სიკვდილი დგება. აქ ადრე ადამიანები ცხოვრობდნენ,  თუმცა ყველანი დაიხოცნენ გველების შემოსევის შედეგად. ბრაზილიის მთავრობამ ტურისტებს ამ ადგილთან მიახლოებაც კი აუკრძალა.

თესლის მსოფლიო საცავი, ნორვეგია

აქ ინახება დედამიწაზე არსებული ყველა სახეობის მცენარის თესლი. თუ პლანეტაზე ამოიწურება ბუნებრივი რესურსები და შიმშილი დაიწყება, საცავმა უნდა გადაარჩინოს კაცობრიობა. ვარაუდობენ, რომ ამ თესლებიდან შეიძლება ახალი მცენარეების აღმოცენება, რომელიც ადამიანებს საკვებს მისცემს. 

Facebook Comments